ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობის ნანა მჭედლიძის გარდაიცვალებიდან 5 წელი გავიდა.
ნანა მწედლიძე 90 წლის ასაკში 2016 წლის 29 მარტს გარდაიცვალა, ის 31 მარტს, ანდერძის მიხედვით ხონში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.
ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი ნანა მჭედლიძე 1926 წელს ხონში დაიბადა. თბილისის შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ იმავე ინსტიტუტში სწავლა რეჟისურის განხრით გააგრძელა, რომელიც 1957 წელს დააასრულა.
ნანა მჭედლიძის პირველი რეჟისორული ნამუშევარი იყო კინო ნოველა სახელწოდებით “ჩქარი მატარებელი,” რომელიც მან სადიპლომო ნამუშევრად წარადგინა. 1950-54 წლებში მუშაობდა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში.
ნანა მჭედლიძემ გადაიღო ქართული ფილმები: “პირველი მერცხალი”, “იმერული ესკიზები”, “დანაშაული მოხდა”, “ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება” და სხვა. ნანა მჭედლიძემ ასევე რამდენიმე ქართულ ფილმში დაუვიწყარი კინოროლები შექმნა.









