ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე არსებული ყოფილი “ატეესის” შენობის ფასადი ჩამოიშალა. ინციდენტი გუშინ, შუადღის მონაკვეთში მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელსაც ფასადის ნაწილი თავის არეში მოხვდა. ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში მოქალაქე, თიკო ჭელიშვილი წერს.
“ქალაქის ცენტრში, ამ შენობიდან ჩამოვარდა ფასადი, რომელიც თავში დაეცა გამვლელს და თავი დაუზიანა. ეს ფოტო ახლა გადავიღე, მომხდარი ფაქტის შემდეგ. შენობა არ არის შემოსაზღვრული ყვითელი გამაფრთხილებელი ნიშნით. ნუ, ასეთი ძონძი რომ შუაგულ ცენტრშია და თან დიდი საფრთხის შემცველი, ალბათ ამაზე პასუხისმგებელი უწყება და პირი ღრმა ძილშია. ამ ტერიტორიაზე ბევრი ბავშვი დადის და იქნებ აზრზე მოვიდნენ ცოტა!”-წერს თიკო ჭელიშვილი.











