ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მედიატორი მეორე ვიზიტის გადამწყვეტი შეხვედრის დასრულების შემდეგ აცხადებს, რომ პარტიები კრიზისის გამოსავალზე ვერ შეთანხმდნენ.
“ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მოითხოვს პოლიტიკურ გამბედაობას და პასუხისმგებლობას. მე პოლიტიკურ პარტიებს წარვუდგინე წინადადება ასეთი გამოსავლის შესახებ და ახლა ეს დოკუმენტი იქნება საჯარო. ეს არის ის გამოსავალი, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ყველაფერზე მაღლა აყენებს.
სამწუხაროა, რომ არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ მთლიანობაში ეს გამოსავალი არ მიიღო”, – ამბობს დანიელსონი










