ზუგდიდში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მომხდარს წინ, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მას ჭრილობა მუხლის არეში აქვს მიყენებული. პაციენტს ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. შემთხვევა თამარ მეფის გამზირზე წუხელ გვიან ღამით მოხდა.