ქუთაისში კვირას, 21 მარტს 13:00 საათზე მძღოლები საწვავის ფასებს გააპროტესტებენ:
“ყველა ვისაც აწუხებს ( და ნამდვილად ყველას უნდა აწუხებდეს ) საწვავის ღორული ფასები და ( არამარტო საწვავის რაც აისახება ყველაფერზე ) ყველას გელოდებით სპორტის სასახლესთან საიდანაც დაიწყება მსვლელობა და განხორციელდება კონკრეტული ქმედებები… ბევრი დრო ქონდათ რომ მოეგვარებინათ ეს პრობლემა მაგრამ არაფრად ჩააგდეს ხალხის ( ჩემი შენი და ჩვენი მეგობრების აზრი და საერთოდ რიგითი მოქალაქეების აზრი ) რის გამოც იქნება გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები ( არა სიგნალები და ქალაქში სიარული ) არამედ კონკრეტული ხისტი ნაბიჯები რითაც დაინახავენ ხალხის ძალას…
თუ გაწუხებს შენი შვილის მომავალი და თუ გაწუხებს ის რომ შენი შვილის ლუკმას ჯიბიდან გიღებენ და თავიანთ შვილებს აძღებენ გამოდი არ დარჩე სახლში და კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ( ისევ ჩვენ დაქირავებულ მთავრობას ) რომ ძალა ხალხშია…
იმის იმედით რომ ერთი ადამიანი რას შეცვლის ნუ დარჩებით სახლში რადგან ყოველი ადამიანი ძალაა და ამ ძალას სწორედ ხალხის რაოდენობით ითვლიან… და სწორედ ამ რაოდენობის ეშინია ამ მთავრობას…
ასე რომ კვირას 21 მარტს 13:00 საათზე ყველას გელოდებით სპორტის სასახლესთან



ერთად დგომით მივიღებთ შედეგს.” – წერს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი სოციალურ ქსელში.