წალენჯიხაში, სოფელი ნაკიფუში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულია 78 წლის ქალი, რომელიც სახლში მარტო იმყოფებოდა.
არსებული ინფორმაციით, ქალს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და არ გამორიცხავენ, რომ ხანძრის მიზეზი უყურადღებობა გახდა.
მთლიანად დამწვარია ქარჩავების 2 სართულიანი საცხოვრებელი სახლი. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, მოხუცი მარტო სახლში სულ რაღაცა ნახევარი საათით დატოვეს.
ადგილზე ცეცხლის კერებს ამ დრომდე აქრობს სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
mtavari.tv










