Forum.ge ზე დაიდო სურათები – ვაშლიჯვრის და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა – ინფორმაციას გვერდი ”ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს
”ბევრად დიდი მაშტაბებია ვიდრე გუგლის ფოტოზეა მონიშნული. აბა მოიმარაგეთ პოპკორნი და …
აქ წესიერად ვერ გავარჩიე ეს მთელი მთა როა წამოსული იმან გამოიწვია ეს მუქი ზოლი, თუ წყალი ჟონავს მთელ სიგრძეზე.
ეს ბეტონები ალბათ საკმაოდ მაღალია და გზას იცავენ ქვებისგან. ასევე ჩანს ბაგირით და ანკერებით როგორ ცდილობენ ფერდის შეკავებას. სავარაუდოდ 2 და 3 დღის ამბავი არაა ამისი ამოძრავება, უბრალოდ ახლა მიხვდნენ რომ შეიძლება ცუდად დამთავრდეს, მანქანას თუ დაეცემა.
ზევით ასეთი სიტუაციაა
ამასობაში მზემ გამოანათა და მთლიანი ხედი კიდევ გადავიღე
ქვევითაც (გზის მშენებლობის ადგილას) არ ჩერდება
თიბისის ახალი სათაოს მშენებლობა ცოტა უკან და ერთი ხევის შემდეგ მიდის” – წერს მომხმარებელი ფორუმზე და ფოტოებს აქვეყნებს.











