ბავშვთა გასართობი ცენტრები, შესაძლოა, 2 კვირაში გაიხსნას – ამის შესახებ ბავშვთა გასართობი ცენტრების ასოციაციის დამფუძნებელმა ჯანდაცვის სამინისტროში ინსპექტირების სამსახურის უფროსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
გიორგი მთიულიშვილის თქმით, იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც 2 კვირის განმავლობაში შეიმუშავებს გახსნის კონკრეტულ გეგმას.
“მივიღეთ გადაწყვეტილება შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს თუ როგორ უნდა მოხდეს სექტორის გახსნა. ამასთან, 2 კვირის თავზე, 1-2- დღეს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენი სექტორის წარმომადგენლებს საშუალება მიეცემათ საქმიანობა განაახლონ,”-აღნიშნა მთიულიშვილმა.










