გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გარეული ცხოველების ტყიდან გამოყვანის გახშირებულ ფაქტებს ეხმაურება.
„გარეული ცხოველები ადამიანებთან ერთად ცხოვრების დროს მუდმივად წარმოადგენენ საფრთხეს; ისინი პოტენციური თავდამსხმელები არიან. გარეულ ცხოველთა ადგილი ველურ ბუნებაშია.
რაც შეეხება დათვის ბელებს, რომელთა ტყიდან გამოყვანის ფაქტები განსაკუთრებით ხშირია, საქართველოში გავრცელებული მურა დათვი შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“, როგორც გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობა და მისი მოკვლა ან დატყვევება კანონით ისჯება”, – ნათქვამია განცხადებაში










