შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ პირველი პარტიის 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოვიდა.
საქართველოში ვაქცინა პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდება. უკვე ცნობილია საიტი, თუ სად შეძლებს მოსახლეობა დარეგისტრირებას იმისთვის, რომ ვაქცინა მიიღოს.
საიტის მისამართია – Booking.moh.gov.ge.საიტზე შესვლის შემდეგ ადამიანს შეუძლია მიუთითოს საცხოვრებელი ადგილი და მისამართის მიხედვით აირჩიოს ყველაზე ახლომდებარე დაწესებულება, სადაც ვაქცინაციის ჩატარება შეუძლია. თავდაპირველად საიტზე დარეგისტრირება მხოლოდ ექიმებს შეეძლებათ.