32 წლის ისმაილ კილინსერმა თავისი 10 წლის შვილი, ჰუსეინი მოკლა. შემთხვევა თურქეთში მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს.
როგორც ისმაილმა პოლიციას განუცხადა შვილი იმიტომ მოკლა, რომ ის მას არ დამსგავსებოდა.
„მე ის სამოთხეში გავგზავნე მანამდე, სანამ ის ჯერ კიდევ უცოდველი იყო“,- ამბობს ისმაილი.
გამოცემის ინფორმაციით, ისმაილს თავისი ცხოვრების სტილის ძალიან რცხვენოდა და არ უნდოდა ბავშვიც მას დამსგავსებოდა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ისმაილი შვილის მკვლელობას 2 კვირის განმავლობაში გეგმავდა. მან მკვლელობის დროს თავისი ცოლი, 31 წლის რაბია მაღაზიაში საყიდლებზე გაგზავნა.
„მეუღლე მაღაზიაში გავგზავნე. ჩემს შვილს ვუთხარი რომ უნდა მომეკლა. მას პატიება ვთხოვე, ვაკოცე და ჩავეხუტე“,- უთხრა პოლიციას ისმაილმა.
როგორც Mirror-ი წერს ამ სიტყვების შემდეგ 10 წლის ისმაილმა მამას შემდეგი რაღაც უთხრა: „მეც მაპატიე მამა“.
ისმაილმა პოლიციას მომხდარის შესახებ თავადვე აცნობა.










