კორონავირუსის პანდემიად გამოცხადებიდან ერთი წელი გავიდა.
2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პირველად გამოაცხადა, რომ კორონავირუსის აფეთქებას პანდემიად განიხილავს. ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ჟენევაში ჟურნალისტებს უთხრა:
“ღრმად ვართ შეშფოთებული გავრცელების და სიმძიმის საგანგაშო დონით და ასევე – უმოქმედობის საგანგაშო დონით. ამიტომ, ჩვენი შეფასებით, “კოვიდ-19” შეიძლება დახასიათდეს როგორც პანდემია”.
პანდემია არის ეპიდემია, რომელიც არამარტო ერთი ქვეყნის, არამედ რამდენიმე სახელმწიფოში ვრცელდება, ფარავს ბევრად მასშტაბურ გეოგრაფიულ არეალს და ადამიანების გაცილებით დიდ რაოდენობაზე ახდენს გავლენას.
დღეის მონაცემებით მსოფლიოში კოვიდ19-ის 118,638,111 შემთხვევა დაფიქსირებული, ვირუსს 2,632,074 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 94,251,029 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ქვეყანაში კორონავირუსის 273,650 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 3,613 პაციენტი, გამოჯართელდა 267,111 ადამიანი.
მსოფლიო ერთი წელია კორონავირუსის წესებით ცხოვრობს. მსოფლიოს მასშტაბბით დღეს არაერთი შეზღუდვა მოქმედებს. საქართველოში ამ ხნის მანძილზე ლოკდაუნი ორჯერ გამოცხადდა, ქვეყანა ამ ეტაპზე შეზღუდვებს ამსუბუქებს, თუმცა ძალაში რჩება ე.წ კომენდანტის საათი. სავალდებულოა პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და ხელების დეზინფექცია.










