ქუთაისის მერიის წინ ნიკიას ბაზრობაზე დასაქამებული შეიკრიბნენ, როგორც ისინი განმარტავენ კერძო მფლობელი მათ ყოველდღე უძვირებს გადასახადს, ხვალიდან კი უკვე 40 ლარის გადახდა მოუწევთ. მათი თქმით ამის საშუალება არ აქვთ და ქალაქის მერს თხოვენ, რომ უშუამდგომლოს კერძო მფლობელთან, რათა არ მოხდეს გადასახადის გაძვირება ან გამოუყონ რაიმე ადგილი, სადაც შეძლებენ პროდუქტით ვაჭრობას.












