ბიჭი, რომელიც ქუთაისში 10 დღის უკან დაჩეხეს დღეს გარდაიცვალა. გარდაცვლილი 40 წლამდე ასაკის, ირაკლი გოჩელაშვილია. სოციალურ ქსელში გარდაცვლილის მეგობარი ემოციურ პოსტს წერს მის შესახებ:
დღეს უსაშველოდ სევდიანი მომეჩვენა ქუჩა, სადაც თითქმის ყოველდღე დავდივარ.
კოსტავას ქუჩის ერთ-ერთი ღობის წინ მშვიდი სახით, რონ გესალმებოდა ირაკლი.
ირაკლის აქ ყველა იცნობდა და ის ყველას თავისებურად უყვარდა.
ჩემს მეხსიერებაში მხოლოდ ერთი სიტყვით “გამარჯობათ” …. ანთებული თვალებით და სიკეთის უდიდესი გამოხატულებით.
მისი ერთი გამარჯობა მთელი ისტორიაა ჩემთვის. მუდამ ჩაფიქრებული, გადამალული განცდებით, გამარჯობის იქეთ ბევრი რამის მოყოლა რომ სურდა, სულ ეს განცდა მქონდა…
…
10 დღის წინ ირაკლი დაჩეხესო, რომ გავიგე ახლობელივით შევშფოთდი და მას შემდეგ ცისკენ რამდენჯერ ავიხედე გადაარჩინეთქო…
…
ვეღარასოდეს იქნება მისი “გამარჯობა” ჩემთვის დღის თილისმასავით…
მისი სითბოსმფრქვეველი, კეთილი თვალებიც აღარ დაგვიცდიან ქუჩის კუთხეში.
ხან ვინ მოაკითხავდა “მარშრუტკაზე დამიჯექიო” ამ სიტყვებით, ზოგჯერ სკუტერზეც დამინახავს.
ასე სასტიკად შეწყვიტა ვიღაცამ მისი სიცოცხლე….