გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით პროკურატურა ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული ხუთივე პირი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.
საგამოძიებო უწყება კიდევ ერთხელ ავრცელებს დეტალურად, რას ედავებოდა ბრალდების მხარე განსასჯელებს.
პროკურატურის განცხადება სრულად
სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 5-ვე ბრალდებული დღეს დამნაშავედ სცნო.
16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს.
რაც შეეხება, 2 არასრულწლოვანს – ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს, მათი სასჯელის ზომა 16 მარტს გამოცხადდება.