სამართალი აღსრულდა !!! – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გიორგი შაქარასვილის და ანი შაქარაშვილი წერს. ის აზიარებს პოსტს, სადაც წერია რომ ვრალდებულს 16 წლიანი პატიმრობა მიუეჯადათ და ასე ასათაურებს – “რა თქმა უნდა!”
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს 3 პირს- არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს, 16-16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, 2 არასრულწლოვნის საქმეზე განაჩენი კი 16 მარტს გამოცხადდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ბიძინა სტურუამ გამოაცხადა.
მცხეთის რაიონული სასამართლო გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეს 8 თვის განმავლობაში განიხილავდა. აღნიშნულ საქმეზე დაკითხულია 100-მდე მოწმე და გამოკვლეულია როგორც ექსპერტიზის დასკვნები, ასევე ნივთიერი, წერილობითი მტკიცებულებები.
დაკავებული 5 პირიდან ბრალს არცერთი აღიარებს.










