LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
როგორ უნდა შეცვალოთ დაკარგული პასპორტი – ცვლილებები პროცედურაში ნოემბრიდან შედის

როდემდე ეძლევათ დრო უცხოეთში მცხოვრებ პირებს, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენისათვის

დაპოსტა 2021/03/09-ში
A A
1k
ნახვა
გაზიარება

პარლამენტი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას იწყებს, რომლის საფუძველზეც უცხოეთში მცხოვრებ პირებს, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენისთვის, 2022 წლის 31 დეკემბრამდე, დამატებითი დრო მიეცემათ.

ცვლილებები “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ხორციელდება, რომელსაც 10 მარტის სხდომაზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში და დიასპორის საკითხთა კომიტეტში განიხილავენ.

საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს, ასევე იმ მოქალაქეებს, რომელთა მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე, დამატებითი ვადა მიეცემათ, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის ან შენარჩუნების უფლებით სარგებლობისთვის.

ასევე, 1993 წლამდე დაბადებულ პირებს, რომელთაც არ აქვთ მიღებული სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, შესაძლებლობა ექნებათ, 2022 წლის 31 დეკემბრამდე მოქალაქეობისა და დოკუმენტირების საკითხი მოიწესრიგონ და შესაბამისს სააგენტოს, საქართველოს მოქალაქეობის დასადგენად ან საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მისანიჭებლად მიმართონ.

“საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონი 2018 წლის 21 ივლისიდან ითვალისწინებდა საქართველოს ყოფილი მოქალაქეებისთვის მოქალაქეობის აღდგენის, ხოლო საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე, – საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნის დროებით უფლებას.

აღნიშნული უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებსა და ყოფილ მოქალაქეებს კანონით განსაზღვრული ჰქონდათ 2020 წლის 31 დეკემბრამდე.

როგორც პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტში განმარტავენ, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენის დროებითი უფლება საქართველოს მოქალაქეებსა და ყოფილ მოქალაქეებში მაღალი მოთხოვნით სარგებლობდა, რასაც 2018-2019 წლების სტატისტიკა ცხადყოფს.

2018 წელს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართა 1935-მა, ხოლო 2019 წელს – 2044-მა საქართველოს ყოფილმა მოქალაქემ. საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების დროებითი უფლებით კი, 2018 წელს ისარგებლა 3120-მა, ხოლო 2019 წელს 7234-მა მოქალაქემ.

“მხედველობაშია მისაღები, რომ 2020 წელს ახალი კორონავირუსის COVID-19-ის გავრცელების გამო, მსოფლიოში შექმნილმა ვითარებამ საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები პირები შეაფერხა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენისა და შენარჩუნების დროებითი უფლების რეალიზაციაში, ვინაიდან ამ უფლებებით სარგებლობით დაინტერესებულ პირთა ნაწილს არ ჰქონდა არც საქართველოს საკონსულოსთვის მიმართვის და არც სააგენტოსთან ელექტრონული კომუნიკაციის განხორციელების შესაძლებობა, რადგან ეს უკანასკნელი სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობის ფლობას საჭიროებს. შესაბამისად, 2020 წელს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით სააგენტოს მიმართა 1217-მა საქართველოს ყოფილმა მოქალაქემ, ხოლო საქართველოს 3186-მა მოქალაქემ მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება“, – აღნიშნული პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

გაზიარება402

დაკავშირებული -პოსტები

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
ივნისი 22, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

22 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +31 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 22, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე სხვადასხვა დროს დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების...

დაწვრილებითDetails

თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 22, 2026
0
თბილისში,ლიფტში ნაპოვნი კაცი სავარაუდოდ მოკლულია
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, რუსთავში, სხვადასხვა...

დაწვრილებითDetails

ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 22, 2026
0
ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა
მთავარი

ქართველი ბიზნესმენი, თემურ უგულავა გარდაიცვალა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ბოლო რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მძი­მე სენს, სიმ­სივ­ნეს ებ­რძო­და და ბოლო პე­რი­ოდ­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მკურ­ნა­ლობ­და. 56 წლის თე­მურ უგუ­ლა­ვას სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში...

დაწვრილებითDetails

ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

by მეგა TV
ივნისი 22, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

სოფელ შავშებთან ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარია დღეს, 22 ივნისს დილით მოხდა. შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას...

დაწვრილებითDetails

22 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 22, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   ენერგიული დღეა, კარგი დროა დაწყებული საქმეების დასასრულებლად, თუმცა ემოციებს მოერიდე.   კურო   ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებს, შეიძლება მცირე გაუთვალისწინებელი ხარჯი გამოჩნდეს.   ტყუპები   კომუნიკაცია წარმატებული იქნება,...

დაწვრილებითDetails

თბილისში ბავშვს დენმა დაარტყა

by მეგა TV
ივნისი 21, 2026
0
თბილისში ბავშვს დენმა დაარტყა
მთავარი

თბილისში, ნაძალადევის რაიონში ბავშვს დენმა დაარტყა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მეორე ძმობის ქუჩაზე მოხდა. არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტოთაა შემოსაზღვრული. ამ ეტაპზე უცნობია დაშავებულის მდგომარეობა.

დაწვრილებითDetails

მგზავრი, რომელიც დიდუბის მეტროში, ლიანდაგში ჩავარდა, გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 21, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

მგზავრი, რომელიც დიდუბის მეტროში, ლიანდაგში ჩავარდა, გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყებაში აცხადებენ, რომ გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი. უცნობია, რა ვითარებაში მოხდა შემთხვევა. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ მეტროსადგურ...

დაწვრილებითDetails

მეტროსადგურ „დიდუბის” ლიანდაგში მგზავრი ჩავარდა

by მეგა TV
ივნისი 21, 2026
0
რა ხდება ამ წუთებში მეტროს საბურთალოს ხაზზე
მთავარი

მეტროსადგურ „დიდუბის” ლიანდაგში მგზავრი ჩავარდა როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ახმეტელი-სადგურის მოედნის მონაკვთზე მატარებლის მოძრაობა შეჩერებულია. კომპანიის ცნობით, მეტრო მგზავრებს მხოლოდ "სადგურის მოედანი"- მეტროსადგურ "ვარკეთილის" მონაკვეთში ემსახურება. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

ძღო­ლი, რომ­ლის სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა­საც რკი­ნის კონ­სტრუქ­ცია დე­ა­ცა, და­ი­ღუ­პა

by მეგა TV
ივნისი 21, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

ძღო­ლი, რომ­ლის სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა­საც რკი­ნის კონ­სტრუქ­ცია დე­ა­ცა, და­ი­ღუ­პა. ინფორმაციას  შსს-ში ადასტურებენ. უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა. თბი­ლის­ში დი­დუ­ბე­ში, რკი­ნა-ბე­ტო­ნის კონ­სტრუქ­ცია, რო­მე­ლიც ავ­ტო­მო­ბილს გა­დაჰ­ქონ­და, გად­მოც­ვივ­და და მის­სა­ვე კა­ბი­ნას და­ე­ცა. ად­გილ­ზე სა­მაშ­ვე­ლო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"