ცხეთის რაიონულ სასამართლოში, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სამი პირისთვის განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა.
მას შემდეგ რაც მოსამართლე ბიძინა სტურუამ 3 ბრალდებულის – არჩილ გაგნიძის, ნიკოლოზ რევაზიშვილისა და ვახტანგ ჩიქოვანის განაჩენი გამოაცხადა, მას ბრალდებული ოჯახის წევრების გაღიზიანება და შეძახილები მოჰყვა.
როგორც მათი ნაწილი აცხადებდა, ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ამ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს და ისინი სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას ზემდგომ ინსტანციებში, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოშიც აპირებენ.
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს 3 პირს- არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს, 16-16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, 2 არასრულწლოვნის საქმეზე განაჩენი კი 16 მარტს გამოცხადდება.
მცხეთის რაიონული სასამართლო გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეს 8 თვის განმავლობაში განიხილავდა. აღნიშნულ საქმეზე დაკითხულია 100-მდე მოწმე და გამოკვლეულია როგორც ექსპერტიზის დასკვნები, ასევე ნივთიერი, წერილობითი მტკიცებულებები.
დაკავებული 5 პირიდან ბრალს არცერთი აღიარებს.