- ქართული ფოლკლორული ანსამბლი “ჩვენებურები” და ლელა ნაყაური ლატვიაში რუმის ფესტივალის ფარგლებში 27 ,28 და 29 სექტემბერს კონცერტებს გამართავენ. გარკალნე , რიგა და ლიეპაია- ეს ის ქალაქებია ,სადაც მათი კონცერტები გაიმართება. ლატვიის ტურნეს შემდგომ ანსამბლი 28 ოქტომბრიდან 11 კონცერტს გამართავს აზიისა და ევროპის მასშტაბით. ქართული ფოლკლორული ანსამბლი “ჩვენებურები” 2001 წელს შეიქმნა. მათი შემოქმედება უყვართ არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა
მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე, 3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა - ინფორმაციას მარნეული ნიუსი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ბავშვი კლინიკა „ავერსში“ გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა.










