- ქართული ფოლკლორული ანსამბლი “ჩვენებურები” და ლელა ნაყაური ლატვიაში რუმის ფესტივალის ფარგლებში 27 ,28 და 29 სექტემბერს კონცერტებს გამართავენ. გარკალნე , რიგა და ლიეპაია- ეს ის ქალაქებია ,სადაც მათი კონცერტები გაიმართება. ლატვიის ტურნეს შემდგომ ანსამბლი 28 ოქტომბრიდან 11 კონცერტს გამართავს აზიისა და ევროპის მასშტაბით. ქართული ფოლკლორული ანსამბლი “ჩვენებურები” 2001 წელს შეიქმნა. მათი შემოქმედება უყვართ არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
მძღოლი, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, 35 წლის რევაზ ელიზაბარაშვილია
რევაზ ელიზაბარაშვილს, რომელიც გორის ცენტრში დედა-შვილს დაეჯახა 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურამ 35 წლის ბიზნესმენს ბრალდება უკვე წარუდგინა. დაკავებულს პროკურატურა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება,...










