აფხაზეთიდან დევნილი ქართველი, მსოფლიოში აღიარებული დიზაინერი სოხუმის დაცემის დღეს ეხმაურება და ინსტაგრამზე პოსტს წერს და მის მიერ საქართველოს თემატიკაზე შექმნილი სამოსის ფოტო-კოლაჟს აქვეყნებს.
”მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
”1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. სოხუმის დაცემიდან დღეს 26 წელი შესრულდა. 27 სექტემბერი გლოვის, ხსოვნისა და იმედის დღეა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გრძელდებოდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.
სოხუმის დაცემა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მარცხია. ათასობით ადამიანი დაიღუპა, ასობით ათას ადამიამს მოუწია საკუთარი სახლ-კარის დატოვება, უამრავმა ქართველმა გმირმა დათმო სიცოცხლე სამშობლოს დასავად.” – წერს დემნა გვასალია ინსტაგრამზე.
https://www.instagram.com/p/B26EOV3BoIA/?igshid=5royfn7w5uur