ჭიათურაში 40 წლამდე მამაკაცს ეძებენ, ინფორმაციას “ქუთაისი პოსტი” ავრცელებს.
ოჯახის ახლობლის თქმით, მამაკაცი დაახლოებით 27 თებერვალს, დღის სამის ნახევარზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.

დაკარგულ მამაკაცს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა.
თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია დაკარგული მამაკაცის შესახებ დარეკეთ მითითებულ ტელეფონის ნომერზე: 598773309
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ძებნის ღონისძიებები მიმდინარეობს.









