საქართველოში მართვის მოწმობა თითქმის ყოველ მესამე ადამიანს აქვს.
შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის მდგომარეობით ქვეყანაში სულ 1 351 028 მოქმედი მართვის მოწმობაა, შესაბამისად, მოსახლეობის 36,3% მძღოლია. (საქართველოში სულ 3 716 900 ადამიანი ცხოვრობს – საქსტატი).
ამავე სტატისტიკის მიხედვით, იმ 1 351 028 ადამიანიდან, ვისაც ქვეყანაში მართვის მოწმობა აქვს, მხოლოდ 25%-ია ქალი. ანუ, მართვის მოწმობა დღეს 338 436 ქალს აქვს.









