LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ნიკა მელიას „ბანკი ქართუს“ საქმეზე 25 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და 2,3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა

ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო

დაპოსტა 2021/02/25-ში
A A
37
ნახვა
გაზიარება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ დასაშვებად არ ცნო.

მელიას ადვოკატების საჩივრის მიხედვით, ისინი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ, რომლითაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. 2019 წლის 27 ივნისს, მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დამატებით შემზღუდავ ღონისძიებად ელექტრონული მონიტორინგი დაუწესდა და სამაჯური გაუკეთდა, თუმცა, ნიკა მელიამ აღნიშნული ელექტრონული სამაჯური 2020 წლის 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა. 2020 წლის 3 ნოემბერს, საამართლომ უწყების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულებაც დაეკისრა – მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც. ნიკა მელიამ სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაო არ გადაიხადა, რის გამოც, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ, ნიკა მელია გააფრთხილა და გირაოს გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით გუშინ მიმართა. უწყებას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის პატიმრობის მოთხოვნაზე ნებართვა პარლამენტმა მისცა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს იმუნიტეტი 88 ხმით მოუხსნა.

ნიკა მელია სამართალდამცავებმა 23 თებერვალს, პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს.

გაზიარება15

დაკავშირებული -პოსტები

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მარტი 26, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

26 მარტს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +13 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი.   ნალექს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს დღისით ჰაერი...

დაწვრილებითDetails

26 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 26, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი სულიერი სიმშვიდით შეძლებთ დაბრკოლებების გადალახვას, ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს სპონტანურად და დაუფიქრებლად. კურო გზებზე სიფრთხილე და ყურადღება არ მოადუნოთ. იყავით წინდახედული და მეტი პოზიტივით უყურეთ მიმდინარე მოვლენებს. ტყუპები პირად საქმეებსა...

დაწვრილებითDetails

“მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი არ შეეცვლება – “საზოგადოება და ბანკები”

by მეგა TV
მარტი 25, 2026
0
კარგი ამბავი მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
მთავარი

241 326 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი არ შეეცვლება. ამის შესახებ "საზოგადოება და ბანკების" მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაშია საუბარი. კერძოდ, როგორც ცნობილია, 2026 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 241...

დაწვრილებითDetails

ოქრო და ვერცხლი კვლავ ძვირდება

by მეგა TV
მარტი 25, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასმა კვლავ მატება დაიწყო.GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 566 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 3.74%-ით მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

არალეგალური ყველის შესაბოლი საწარმო გამოვლინდა

by მეგა TV
მარტი 25, 2026
0
არალეგალური ყველის შესაბოლი საწარმო გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ყველის შესაბოლი არალეგალურ საწარმო გამოავლინეს. ფიზიკური პირი მ. უ. (მის: ქ. თბილისი, გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩა N56) საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების...

დაწვრილებითDetails

ლარი გამყარდა – განახლებული კურსი 26 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 25, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7075 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7166 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0091...

დაწვრილებითDetails

” მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულისა”- მეუფე შიო

by მეგა TV
მარტი 25, 2026
0
” მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულისა”- მეუფე შიო
მთავარი

მთელი საქართველო ფეხზე ადგა და დაიძრა მისი უწმინდესობის ნეშტისკენ თაყვანისცემის, მადლიერების, სიყვარულის გამოსახატავად. საოცარი ერთიანობა, სიყვარული ღვთისადმი, პირადად მისდამი - ეს გამოვლენილი სიყვარული და ერთიანობა ჩვენ გვაძლევს დიდ სულიერ ძალას, ნუგეშს,...

დაწვრილებითDetails

ქმრის მკვლელობაში ბრალდებული,ტიკტოკერის სასამართლო პროცესიდან დეტალები ვრცელდება

by მეგა TV
მარტი 25, 2026
0
ქმრის მკვლელობაში ბრალდებული,ტიკტოკერის სასამართლო პროცესიდან დეტალები ვრცელდება
მთავარი

თბილისში, ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 25 წლის თეკლა გერსამიას საქმეზე სასამართლოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმმა, ნინო კაპატაძემ ჩვენება მისცა. ჩვენების დეტალებს სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. როგორც ექიმმა აღნიშნა, შემთხვევის დღეს ახალგაზრდა ქალი...

დაწვრილებითDetails

გურიაში 23 წლის ბიჭმა მეზობელი ინტერნეტით მიღებული დავალების გამო მოკლა

by მეგა TV
მარტი 25, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა მეზობელს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობებით, ბრალდებული...

დაწვრილებითDetails

“სახლში გაკეთებული ზეთიანი წიწაკა უჭამიათ და მოიწამლნენ…თამუნა გარდაიცვალა”- ტრაგედიის დეტალები

by მეგა TV
მარტი 25, 2026
0
“სახლში გაკეთებული ზეთიანი წიწაკა უჭამიათ და მოიწამლნენ…თამუნა გარდაიცვალა”- ტრაგედიის დეტალები
მთავარი

ახალ­გაზ­რდა ქალი, თა­მუ­ნა გო­დერ­ძიშ­ვი­ლი გუ­შინ, 24 მარტს დაკ­რძა­ლეს რუს­თავ­ში. ახალ­გაზ­რდა ქალი სა­ვა­რა­უ­დოდ, კონ­სერ­ვი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. მას­თან ერ­თად მო­ი­წამ­ლა მისი შვი­ლი და მე­უღ­ლე, გი­ორ­გი სა­ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლი. ისი­ნი რუს­თა­ვი­დან თბი­ლის­ში, ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"