საქართველოში ლიეტუვის ელჩი, ანდრიუს კალინდრა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება და ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
“დღის სამწუხარო დასაწყისია თბილისში. ოპოზიციური პარტიის ოფისში განვითარებული მოვლენების ყურების ფონზე. ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოვუწოდებ, საქართველოს მომავლის გულისთვის. ძალადობამ და ესკალაციამ არ შეიძლება გამოიწვიოს დადებითი შედეგები”, – წერს ის.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ დაამტვრიეს კარები და ძალის გამოყენებით დააკავეს ნიკა მელია. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა, რის გამოც ოფისში მყოფი მოქალაქეები დაშავდნენ.










