კორონავირუსის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა ქუთაისის პირველ, მეორე და 30-ე საჯარო სკოლებში – ამის შესახებ ტელეკომპანია “მეგა ტვ”-ს ჟურნალისტს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა განუცხადა. მისივე თქით პრობლემა იქმნება მასწავლებლების მხრივ.
“კორონავირუსი დადასტურდა პირველი სკოლის 3 კლასში, მეორე საჯარო სკოლის დამატებით სამ კლასში, აქ 5 კლასია გადასული ჰიბრიდულზე, 30 საჯარო სკოლა. 3 სკოლაშია გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევა, დღეს კიდევ ავიღეთ ახლები და ხვალ იქნება პასუხები. ამ ეტაპზე 12-მდე სკოლა გვაქვს, რომლებიც ნაწილობრივ ჰიბრიდულზეა გადასაული. ამ ეტაპისთის არ არის საგანგაშო სიტუაცია. ჩვენ კლასი გადაგვყავს ჰიბრუდულზე ერთი ბავშვის ხარზე, ასე ვიზღვევთ თავს. შიდა გადაცემა არ ყოფილა, თუმცა საგანგაშო მდგომარეობა შეიძლება იყოს სკოლაში, რადგან ჩვენ პედაგოგებთან დაკავშირებით გვიჭირს. ერთი კლასის გადაყვანით შეიძლება 5 პედაგოგი გადავიდეს ჰიბრიდულზე, 5 კლასის მაგალითზე 20 პედაგოგი გადავიდა თვითიპოზლიაციაში, ასე რომ ამ კუთხით არის პედაგოგების დეფიციტი. დინამიკა ისეთია რომ ვინარჩუნებთ სტაბილურ მდგომარეობას, პედაგოგებიც გაიტესტა ვინც იყო საეჭვო.” – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა ონლაინს სწავლების მსურველთა რიცხვზეც, რომელიც მისივე თქმით გაზრდილია:
“1 250-მდე ოყო დაფიქსირებული პირველ კვირაში დისტანციური სწავლების მსურველი მოსწავლეები, მეორე კვირის ხარჯზე გაიზარდა ერთი იმდენით და 2 500-მდე დაგვიფიქსირდა. ამ კვირაში რა იქნება ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, ერთმა ჯგუფმა უკვე გააკეტა რეგისტრაცია განაცხადის მოხსნაზე და დაუბრუნდა საკლასო ოთახს.” – განუცხადა “მეგა ტვ”-ს მაია ცქიტიშვილმა.