20 წლამდე ასაკის ახალგაზრდა, ახალსოფლის სასურსათო მაღაზიაში შეიჭრა და 73 წლის ქალს ფიზიკურად გაუსწორდა.
შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ, ახალსოფელში მოხდა.
დაზარალებული, სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარეს.
არსებული ინფორმაციით, ცივი იარაღით შეიარღებულმა ახალგაზრდამ, ერთ-ერთი ადგილობრივის კომერციული ფართიდან 1500 ლარი და ძვირფასეულობაც წაიღო.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება, სსკ-ს 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
სავარაუდო ბრალდებული სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს









