LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოს სურს „ციფრული აბრეშუმის გზის“ პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა, რომელიც საქართველოს გავლით ერთმანეთთან დააკავშირებს ევრაზიის უმსხვილეს ბაზრებს – ფორბსი

საქართველომ სრულად ვაქცინირებული მოგზაურებისთვის საზღვრები გახსნა – CNN

დაპოსტა 2021/02/20-ში
A A
93
ნახვა
გაზიარება

CNN-ის სამოგზაურო პორტალი CNN travel იმ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებმაც ვაქცინირებული ტურისტებისთვის შეზღუდვები მოხსნეს.

ვაქცინირებული მოგზაურების მიღებას საქართველოსთან ერთად კვიპროსი, ესტონეთი, ისლანდია, პოლონეთი, რუმინეთი და სეიშელი იწყებენ.

„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველომ სრულად ვაქცნირებული მოგზაურებისთვის შეზღუდვები მოხსნა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახლახანს გამოაცხადა, რომ ნებისმიერი ვიზიტორი ვინც Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორ დოზას მიიღებს, PCR-ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენის გარეშე, საქართველოში საჰაერო გზით ჩასვლას და მოგზაურობას შეძლებს.

არავაქცინირებულ მოგზაურებს კი გარკვეული ქვეყნებიდან 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიური პასუხის შემდეგ შეეძლებათ ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა, მაგრამ მესამე დღეს საკუთარი ხარჯით მოუწევთ კიდევ ერთხელ ტესტის გავლა“, – წერს CNN-ის ჟურნალისტი თამარა-ჰარდინჰენ-ჰილი და აღნიშნავს, რომ ის მოგზაურები, რომლებიც ბოლო 14 დღე დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდნენ, საქართველოში ჩასვლის შემთხვევაში სავალდებულო 12-დღიან კარანტინს გაივლიან.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მედია პლატფორმა CNN ეხმაურება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას საერთაშორისო ვიზიტორთათვის საჰაერო გზით ქვეყნის გახსნის შესახებ და სამოგზაურო პორტალზე CNN travel მილიონობით მკითხველს ინფორმაციას აწვდის თუ რა პირობით შეძლებენ ტურისტების საქართველოში ჩამოსვლას. როგორც იცით მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მოიხსნა შეზღუდვა ფრენებზე და საქართველო საჰაერო გზით უპირობოდ მასპინძლობს ყველა ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც წარმოადგენს კოვიდ ვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს. ამასთან, გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ ბოლო 72 საათში ჩატარებული ნეგატიური PCR ტესტის საფუძველზე.

CNN-თან ერთად საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილების შესახებ წერდა ბრიტანული გამოცემა Independent, სადაც საქართველო პირველ ქვეყნად დასახელდა, რომელმაც ვაქცინირებული მგზავრებისთვის შეზღუდვა სრულად მოხსნა. ასეთ მაღალრეიტინგულ საერთაშორისო გამოცემებში საქართველოს შესახებ სტატიების მომზადება ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვას და საქართველოს, როგორც უსაფრთხო ტურისტული მიმართულების პოზიციონირებას სხვადასხვა ქვეყნებში.

ჩვენ თანმიმდევრული ნაბიჯებით მივყვებით გეგმას, რაც გულისხმობს ერთის მხრივ საერთაშორისო მოგზაურების ეტაპობრივად, უსაფრთხოების ნორმების დაცვით მიღებას, ხოლო მეორეს მხრივ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დადებითი მაჩვენებლის შენარჩუნებას.“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

https://edition.cnn.com/travel/article/countries-open-to-vaccinated-travelers/index.html

გაზიარება37

დაკავშირებული -პოსტები

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან  საპროტესტო აქციას მართავენ
მთავარი

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ. მათი თქმით, ამიერიდან საპროტესტო აქცია ყოველ ორშაბათს, 17:00 საათიდან გაიმართება და არ დანებდებიან, ვიდრე დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის სახელმწიფო მედიკამენტს არ შემოიტანს...

დაწვრილებითDetails

ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 70 წლის კაცი დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მყოფ პირს შეეჯახა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი სამართალდამცავებმა...

დაწვრილებითDetails

ოქრო კვლავ ძვირდება – რა ღირს გრამი საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიოში ოქროს ფასმა მცირედით კვლავ მოიტანა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 792 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.49%-ით მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 21 აპრილისთვის

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6931 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6931 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6936 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

წყალტუბოსა და რეგიონებში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 20, 2026
0
წყალტუბოსა და რეგიონებში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა
მთავარი

აბაშაში, გორში, წყალტუბოსა და გარდაბანში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნულმა სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ფიზიკური პირები სავალდებულო აღიარებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე საქმიანობდნენ. "სამეგრელოს დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ...

დაწვრილებითDetails

ბრიფინგი სუს-ში

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
სერბეთის მოქალაქეები, რომელთაც კავშირი აქვთ „რევოლუციურ სცენარებთან,“ საქართველოში USAID-ის პროგრამის მოწვევით ჩამოვიდნენ
მთავარი

ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

დაწვრილებითDetails

8 წლის ნიტას საზოგადოების დახმარება სჭირდება

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
8 წლის ნიტას საზოგადოების დახმარება სჭირდება
მთავარი

8 წლის ნიტას წინ აქვს ძალიან რთული ოპერაცია ბრონქისა და ფილტვის ქირურგიული ჩარევა . - მშობლები საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავენ ეს ნიტაა 8 წლის, უკვე ყველა იცნობთ თავისი ისტორიით.ნიტას წინ...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში შეიქმნა ახალი გვერდი, რომელიც მათ ოფიციალურ ლოგოს არამართებულად იყენებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გვერდი საპატრიარქოს არ ეკუთვნის. „ცოტა ხნის წინ...

დაწვრილებითDetails

მარნეულში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2001 წელს დაბადებული ა.ი. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მარნეულის მუნიციპალიტეტში,...

დაწვრილებითDetails

“სრულად ვიზიარებ ქართული ეკლესიის პოზიციას, რომ პატრიარქის არჩევის პროცესში არავინ უნდა ჩაერიოს” – პაპუაშვილი

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

სრულად ვიზიარებ მეუფე იაკობის და მეუფე გიორგის სულისკვეთებას, რომ პატრიარქის არჩევნებში ჩარევა არ უნდა მოხდეს, პატრიარქის არჩევა არის სრულად წმინდა სინოდის კომპეტენცია, შესაბამისად ჩვენი განწყობაც, სურვილიც და მოწოდებაც სწორედ ეს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"