ირლანდიის ერთ-ერთ სანაპიროსთან, თითქმის 5კმ-ით ოკეანის სიღრმეში, 1941 წელს დაწერილი სასიყვარულო წერილები, წყლის ქვეშ იპოვეს. ინფორმაციის მიხედვით, რომელსაც Irish Times იუწყება, წერილები ჩაძირული გემის გემბანზე აღმოაჩინეს.
„ჩემო საყვარელო, თავს მოუარე, არამარტო შენთვის, არამედ ჩემ გამოც. წარმოიდგინე ჩემი ტუჩები შენს ტუჩებზე მობჯენილი, ჩემი მკლავები შენს გარშემო მჭიდროდ მოხვეული. ვიმედოვნოთ, რომ ეს სისხლიანი ომი მალე დამთავრდება“ – დაწერა უცნობმა სამხედრო მოსამსახურემ.

წყაროს ცნობით, ეს იმ 717 წერილთაგანია, რომელიც ოკეანის ფსკერზე, დაწერიდან, მხოლოდ 80 წლის შემდეგ აღმოაჩინეს. ისინი გემს თავის დანიშნულების ადგილამდე არასდროს მიუტანია.

Irish Times-ის ინფორმაციით, გემი, რომელიც ირლანდიისკენ მიცურავდა, გერმანელების მიერ იყო დანაღმული. ტექსტის მიხედვით, იგი 1941 წლის თებერვლის თვეში უნდა ჩაძირულიყო. წყაროს ცნობით, სიკვდილს მხოლოდ ერთი ადამიანი – ოფიცერი რიჩარდ აირესი გადაურჩა.











