LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
თუ რეპრესიები და კონფლიქტი გაგრძელდება, მაშინ საქართველოს შანსები უბრალოდ განადგურდება – ჟიგიმანტა პავილიონისი

თუ რეპრესიები და კონფლიქტი გაგრძელდება, მაშინ საქართველოს შანსები უბრალოდ განადგურდება – ჟიგიმანტა პავილიონისი

დაპოსტა 2021/02/20-ში
A A
81
ნახვა
გაზიარება

თუ რეპრესიები და კონფლიქტი გაგრძელდება, მაშინ საქართველოს შანსები უბრალოდ განადგურდება. ევროკავშირსა და ნატო-ს მხოლოდ საუკეთესოები შეუერთდებიან, ასე რომ, ეს თქვენი არჩევანია, ან გსურთ, რომ იყოთ საუკეთესოები, გსურთ, რომ იყოთ პროცესის ლიდერები, ან გსურთ, იყოთ შიდა და გარე თავდასხმების მსხვერპლი და თქვენ დარჩებით რეგიონში სხვადასხვა ძალებს შორის, რომლებიც თქვენ უბრალოდ გაგგლეჯენ, – ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა.

მან მხარეებს ლიეტუვას სახელით მედიატორის როლის შესრულება შესთავაზა და აქვე განაცხადა, რომ ქვეყანაში შეიძლება ჩამოვიდეს ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე პრეზიდენტი, თუმცა ეს ვიზიტები განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში იქნება დიალოგი და არა კონფლიქტი.

ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებით, ლიეტუვამ საკუთარი გამოცდილებიდან იცის, რომ ან ხდები ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი და ან იღუპები, მეტი გამოსავალი, მათ შორის, არც საქართველოს აქვს და ამ მოცემულობის გათვალისწინებით მხარეებმა დიალოგი უნდა განაახლონ.

„მე შევხვდი ნიკა მელიას და ასევე ვაპირებ, რომ შევხვდე ყველა პოლიტიკურ ლიდერს და ხელისუფლების წარმომადგენლებს. იქიდან გამომდინარე, რომ ლიეტუვა არის საქართველოს კარგი, ძველი მეგობარი და ჩვენ არ მიგვიტოვებია საქართველო ყველაზე რთულ პერიოდშიც კი, მზად ვართ, რომ შევთავაზოთ საქართველოს მედიაცია, მაგრამ დიალოგისთვის საჭიროა პარტნიორი, პარტნიორი არ შეიძლება იყოს დაპატიმრებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ ნიკა მელიას საქმე კეთილსაიმედოდ დასრულდება და გვექნება შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებას ნიკა მელიასა და მთელს ოპოზიციას შორის მედიატორის როლი შევასრულოთ. ნამდვილად ვფიქრობ, რომ საქართველომ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რადგან ეს რეალურად არის არჩევანი – საქართველო, ან მიდის ლიეტუვას გზით, ან გადაიქცევა ბელარუსად. თუ ის აირჩევს ლიეტუვას გზას, ვხედავ დიდ შესაძლებლობას ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის, მაგრამ, როდესაც ჩვენ შევდიოდით ევროკავშირსა და ნატო-ში, ლიეტუვაში მარცხენა და მარჯვენა ყოველთვის ერთად მუშაობდა, ჩვენ არასდროს დაგვიპატიმრებია არავინ. თუ რეპრესიები და კონფლიქტი გაგრძელდება და თუ ეს არის წინმიმავალი გზა, მაშინ საქართველოს შანსები უბრალოდ განადგურდება და თქვენ გაქვთ სხვა ქვეყნის მაგალითები, როგორიც არის უკრაინა და მოლდოვა და მინდა გითხრათ, რომ ევროკავშირსა და ნატო-ს მხოლოდ საუკეთესოები შეუერთდებიან, ასე რომ, ეს თქვენი არჩევანია. ან თქვენ გსურთ, რომ იყოთ საუკეთესოები, გსურთ, რომ იყოთ პროცესის ლიდერები, ან გსურთ იყოთ შიდა და გარე თავდასხმების მსხვერპლი და თქვენ დარჩებით რეგიონში სხვადასხვა ძალებს შორის, რომლებიც თქვენ უბრალოდ გაგგლეჯენ. თქვენ ერთხელ უკვე განიცადეთ ომის საშინელება და ნამდვილად გსურთ ამ სტატუს- კვოში ცხოვრების გაგრძელება, რაც არაფერს მოგიტანთ? ჩვენ საკუთარი გამოცდილებით ვიცით, რომ ან უერთდები ევროკავშირსა და ნატო-ს და ან იღუპები. თქვენ არ გაქვთ სხვა ალტერნატივა და თუ არ გაქვთ სხვა ალტერნატივა, მაშინ გთხოვთ, დაელაპარაკეთ ერთმანეთს! შეწყვიტეთ პოლიტიკური რეპრესიები! გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები! შეწყვიტეთ სასამართო საქმეები, რომლებიც ხელს უშლის ამ დიალოგის გაგრძელებას და დაიწყეთ ხიდების მშენებლობა მომავლისკენ. ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ. ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი შეიძლება ჩამოვიდეს საქართველოში, ჩვენი პრეზიდენტი შეიძლება ჩამოვიდეს ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ ჩამოვალთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დიალოგი გაგრძელდება, მაგრამ არა კონფლიქტის მიმდინარეობისას. თუ გსურთ ლიეტუვას გზით წასვლა, გთხოვთ განაახლეთ დიალოგის პროცესი!“- განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

გაზიარება32

დაკავშირებული -პოსტები

შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
მთავარი

საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც დაიკავებს მამუკა მდინარაძე.   საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც დაიკავებს მამუკა მდინარაძე.  ...

დაწვრილებითDetails

ტაქსის მძღოლმა ბენზინი გადაისხა – კაცი კლინიკაშია გადაყვანილი

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
თბილისში 18 წლის ახალგაზრდა სავარაუდოდ გაზის გაჟონვას ემსხვერპლა
მთავარი

ქარელში მამაკაცმა ბენზინის წაკიდების შედეგად დამწვრობა მიიღო - Qartli.ge-ს ცნობით, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გადაიყვანეს. დაშავებული მამაკაცი ტაქსის მძღოლია. ემთხვევა გუშინ მოხდა. როგორც ,,ქართლის ამბებს" კლინიკაში განუცხადეს, დამწვრობა 70-80%...

დაწვრილებითDetails

ქობულეთში ქალი დაჭრეს – შსს მომხდარს უარყოფს და ამბობს, რომ ქალზე ფიზიკურად იძალადეს – “აჭარა თაიმსი”

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

ქობულეთში ქალი დაჭრეს - შსს მომხდარს უარყოფს და ამბობს, რომ ქალზე ფიზიკურად იძალადეს - ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. ქობულეთში დაჭრის ფაქტი დაფიქსირდა. ადგილობრივთა თქმით, შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა, სადაც კაცმა ქალი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში დაკარგული ტაილანდელი იუთუბერი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
საქართველოში გაუჩინარებულ ცნობილ ტაილანდელ ვლოგერს ეძებენ
მთავარი

საქართველოში დაკარგული ტაილანდელი იუთუბერი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც  ცნობილია, ის საკუთარ დროებით საცხოვრებელში, გარდაცვლილ მდგომარეობაში ნახეს. ინფორმაციას bmg ავრცელებს. შსს-ს ცნობით, საკითხზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე...

დაწვრილებითDetails

ია ანთაძე წერს, რომ პირველი არხის საიტიდან გაქრა მისი 350 ინტერვიუ

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
ია ანთაძე წერს, რომ პირველი არხის საიტიდან გაქრა მისი 350 ინტერვიუ
მთავარი

ია ანთაძე საზოგადოებრივ მაუწყებელს კითხვით მიმართავს, სად გაქრა არხის საიტიდან მისი 350 ინტერვიუ. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. 1TV.GE უკაცრავად, მაგრამ პირადად რომ დავეკითხო, ისეთი გულშემატკივარი მანდ აღარ მეგულება და...

დაწვრილებითDetails

“ტორპედო ქუთაისი” გულშემატკივრებთან შეხვედრას აანონსებს და განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
“ტორპედო ქუთაისი” გულშემატკივრებთან შეხვედრას აანონსებს და განცხადებას ავრცელებს
მთავარი

“ტორპედო ქუთაისი” გულშემატკივრებთან შეხვედრას აანონსებს და განცხადებას ავრცელებს. "გულშემატკივრებთან ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია “ტორპედოსთვის” განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, 1-ელ აგვისტოს, 13:00 საათზე, “შენგელია არენას“ საპრესკონფერენციო დარბაზში “ტორპედოს“ ხელმძღვანელობა...

დაწვრილებითDetails

ფასდაკლებული პროდუქტების ჩამონათვალს ჰიგიენის საშუალებებიც ემატება

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
იმერეთზე სუპერმარკეტების შემოსავალების მხოლოდ 7.4% მოდის – რომელი რეგიონია ლიდერი
მთავარი

ფასების შედარების სახელმწიფო პორტალზე, სასურსათო პროდუქტებთან ერთად, უახლოეს დღეებში 10-მდე არასასურსათო, ყოველდღიური მოხმარების ჰიგიენის პროდუქტიც გამოჩნდება. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ „რითეილ ასოციაციის“ თავმჯდომარემ სოფო ქაშაკაშვილმა განუცხადა, ქსელებმა ინფორმაციის ატვირთვა უკვე დაიწყეს და...

დაწვრილებითDetails

პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს, 60 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
ოზურგეთის ერთ-ერთი ა(ა)იპ-დან შშმ პირი სხვისი დაწერილი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს
მთავარი

პირადი ცხოვრების კადრების საქმეზე დაკავებული ყოფილი პოლიციელს 60 000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდეს - გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. დავით ჭითანავა საპატიმროს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს. "პირველების" ინფორმაციით, პროკურატურა პროცესზე...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების ქსელის 3 წევრი დააკავეს – სუს

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
სუსი, გალში უკანონოდ დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ დაკავებულები არიან უცხო ქვეყანაში მოქმედი ერთ-ერთი...

დაწვრილებითDetails

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურამ "კანონიერი ქურდობის", "ქურდული სამყაროს" წევრობის, მხარდაჭერის და მიმართვის ფაქტებზე 33 პირს ბრალი უკვე წარუდგინა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულები მითითებებს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"