ცნობილი რუსი მსახიობი, ანდრეი მიაგკოვი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ჩეხოვის სახელობის თეატრი ავრცელებს, სადაც მსახიობი 1977 წლიდან მუშაობდა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა, ის უგონო მდგომარეობაში ცოლმა იპოვა, საავადმყოფოში გადაყვანიდან შემდეგ კი მალევე გარდაიცვალა.
მიაგკოვმა საზოგადოებას ყველაზე კარგად თავი ფილმ „ბედი ირონია ანუ გაამოთი“ დაამახსოვრა. ამას მოჰყვა ფილმი „სამსახურეობრივი რომანი“ და კიდევ 50-მდე კონოფილმი.
მსახიობი 1963 წლიდან იყო დაქორწინებული, თუმცა შვილები მსახიობს არ ჰყოლია.










