“მომხმარებელი.ge”-ს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ.
საუბარია საქართველოში ზოგიერთ პარფიუმერულ პროდუქციაში ნივთიერების აღმოჩენაზე, რომელიც სიმსივნეს და სხვა დაავადებებს იწვევს. ამის შესახებ ინფორმაცია “სტატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ momxmarebeli.ge გუშინ გაავრცელა.
ამ ჩამონათვალში მოხვედრილი Amalfi-ს ბრენდის იმპორტიორი ფირმა „ჰისპანია“ აცხადებს რომ momxmarebeli.ge არასწორ ინფორამციას ავრცელებს და ამ პროდუქტში არის განზრახ დამატებული ზუსტად ის ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებები.
„ჰისპანია“-ს განცხადებას მომხმარებელი.გე თავის ოფიციალურ ფეიბუკ გვერდზე გამოეხმაურა და დაწერა რომ კომპანია თავის მართლებას ცილისწამებით ცდილობს და მათ აბსურდული არგუმენტებით თაღლითობაში ადანაშაულებს.
რომელ პარფიუმერულ პროდუქციაში აღმოჩნდა ნივთიერება, რომელიც სიმსივნეს და სხვა დაავადებებს იწვევს