ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 486 ახალი დადასტურებული შემთხვევად იმერეთში 49 დაფიქსირდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამ ეტაპზე იმერეთის საავადმყოფოებში 421 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის მძიმე პაციენტია 113, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 14. რეგიონის კლინიკურ-სასტუმროებში 12 მოქალაქეა მოთავსებული.
ამ ეტაპისთვის იმერეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 1 159 ადამიანი.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 13 პაციენტი გარდაიცვალა ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 499 ადამიანი.










