ქუთაისის ისტორიის ფოტომემატიანე რამაზ მორჩაძე 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.
რამაზ მორჩაძე 1993 წლიდან დღემდე , ქუთაისის დ. მხეიძის სახ. ფოტო-კინო მემატიანეს მუზეუმის უცვლელი ხელმძღვანელი იყო. მისი თაოსნობით, პროფესიონალიზმითა და საქმისადმი განსაკუთრებული ერთგულებით, ქუთაისში წლების განმავლობაში ეწყობოდა გამოფენები, რომლებიც ქალაქისა და ქვეყნის ისტორიას ასახავდა. მისივე ინიციატივით , მოძიებული იყო უამრავი , მანამდე უცნობი ფოტოკადრი, რომელიც დღეს მუზეუმშია დაცული .
ა(ა)იპ ” ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება ” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქალაქის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ადამიანის, ნიჭიერი ხელოვანისა და მისი საქმის პროფესიონალის, ბატონი რამაზ მორჩაძის გარდაცვალების გამო .
თანავუგრძნობთ ოჯახსა და ყველა მის ახლობელს. ქალაქს წარმოუდგენლად დააკლდება ადამიანი, რომელიც უსტორიის უხილავ მხარეს კადრში აცოცხლებდა და მრავალი წლის მანძილზე , ქუთაისს საინტერესო და მრავალფეროვან ფოტოგამოფენებს ჩუქნიდა.
რამაზ მორჩაძე 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.