ჭიათურის ერთ-ერთ სოფელში ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. მედიაჰოლდინგის “კვირა” გადამღებ ჯგუფს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა სცადეს.
უცნობმა პირებმა ოპერატორს ფიზიკური, ჟურნალისტსა და მძღოლს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. დაზარალებულებმა პოლიციას მიმართეს.
მედიაჰოლდინგში იმედოვნებენ, რომ პოლიცია მომხდარზე ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს.
“ჭიათურაში ვიყავით, ვწერდით რესპონდენტს, რა დროსაც ორი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი მოვიდა, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენეს, შემდეგ ჩემს ოპერატორს ფიზიკურად შეეხნენ. მოვედით მერე განყოფილებაში, დაგვკითხეს შესაბამისად, ყველაფერი აღვწერეთ როგორც მოხდა და იმედი გვაქვს, რომ ჭიათურის პოლიცია სათანადო რეაგირებას მოახდენს,” – ამბობს ჟურნალისტი, ანუკა ლიპარიშვილი.










