მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 50 ავტობუსი შპს „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიას“ გადაეცემა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მე-20 რიგგარეშე სხდომაზე მიიღო, რომელიც დღეს გაიმართა.
ავტობუსები კომპანიას პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით, უვადო სარგებლობაში გადაეცემა.
ცნობისთვის, მერიამ 60 ავტობუსები რეგიონული განვითარების ფონდიდან მიიღო. ავტობუსები ქალაქში 8 თებერვლიდან მოძრაობენ. მუნიციპალური ტრანსპორტი ქალაქში დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე მუშაობს.









