ქუთაისში სავაჭრო ცენტრ “გრანდმოლის” თანამშრომლებმა აქცია გამართეს. ისინი ცენტრის მიმდებარედ გარევაჭრობას აპროტესტებენ.
მათი თქმით, გარემოვაჭრეებს დაკავებული აქვთ ცენტრის შესასვლელი, მომხმარებლები მაღაზიებში ვეღარ შედიან და ამიტომ ვერ მუშაობენ.
აქციის მონაწილეების თქმით, დახმარებისთვის არაერთხელ მიმართეს ქალაქის მერიას, თუმცა უშედეგოდ. პრობლემის მოუგვარებლობა კი ცენტრის თანამშრომლების და გარემოვაჭრეების დაპირისპირებას იწვევს.
RUSTAVI2.GE










