“არასაკმარისად გამოყენებული მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები იმერეთის მუნიციპალიტეტებში” – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ქუთაისში კვლევის პრეზენტაცია გამართა. ასევე, წარმოადგინა ორგანიზაციის სამოქალაქო საბჭოს ანგარიში. დისკუსიის მონაწილეებმა თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობასთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეს. იმ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა (ქუთაისი, წყალტუბო) კი, რომლებმაც სამოქალაქო ბიუჯეტირება დანერგეს, საზოგადოებას გამოცდილება გაუზიარეს.
საქართველოში აშშ-ის საელჩოს, საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თავად ავრცელებს. მათივე ცნობით, ემი დიაზი მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას დაუბრუნდება....









