14 წლის მოსწავლე, რომელიც ოჯახს თხილის კრებით არჩენდა, ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ დააბულინგეს, უმძიმესი დანაშაული არ გამოიძიეს, შემდეგ კი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.
”ეს ბავშვი თხილის საკრეფად დადიოდა და ბაბუას აჭმევდა საჭმელს” – ამბობს ადგილობრივი.
გოგონას ბაბუა, რომელსაც შვილიშვილი არჩენდა ამბობს, რომ ბავშვმა სუიციდით თავის დანაშაული გამოიყიდა.
“თავის დანაშაული გამოისყიდა ამით, რომ გააუპატიურეს” – ამბობს 14 წლის მოზარდის ბაბუა.
თვითონ გოგომ დარეკა მიშველეთ, ჩემზე ძალადობენო” – ამბობენ მეზობლები.
დღეს, ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში, 14 წლის ნინის დედა პირველად დაასახელებს ადამიანებს, რომლებიც გოგონა თვითმკვლელობამდე მიიყვანა.
საქართველოში აშშ-ის მიერ საერთაშორისოდ ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის ფარგლებში, გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) ორმხრივი მჭიდრო კოორდინაციის შედეგად,...









