LIVE TV
კვირა, იანვარი 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

როგორ გააპროტესტეს 1901 წელს ქუთაისში ანტისემიტური სპექტაკლი

დაპოსტა 2021/02/11-ში
95
ნახვა
გაზიარება

1901 წელს ქუთაისში ანტისემიტური სპექტაკლი გააპროტესტეს, ისტორიას coe.int ავრცელებს.

„ვთხოვ პატიოსან საზოგადოებას – ნუ უყურებს ამ საზიზღარ წარმოდგენას, რომელიც რყვნის დრამატულ ხელოვნებას, ამცირებს ერსა და შეურაცხყოფს სარწმუნოებრივ გრძნობას“ – ამ სიტყვებით მიმართა, 1901 წლის 5 მაისს, ქუთაისის თეატრში შეკრებულ მაყურებელს  21 წლის ნიკო ლორთქიფანიძემ. როგორც იმ დროს პრესაში წერდნენ, ფარდა გაიხსნა თუ არა „ბალკონზე მყოფმა სტუდენტებმა ასტეხეს ისეთი ძლიერი ხმაურობა, რომ წამოდგენის ყურისგდება შეუძლებელი შეიქნა.“ თეატრში სპეციალურად მოვიდა ქალაქის პოლიცმეისტერი ლისოვსკი და სთხოვა ახალგაზრდებს დაეტოვებინათ თეატრი. „დაგვიჭირეთ და ძალით გაგვიყვანეთ, მაგრამ ნებით კი არ გავალთ, სანამ ამ უმსგავსო წარმოდგენას არ დახურავთ“ – ეს იყო ახალგაზრდების პასუხი. რამ აღაშფოთა ახალაგაზრდებ ისე, რომ ჯერ საშუალება არ მასცეს  დასს სპექტაკლი გაეგრძელებინათ და შემდეგ, მზად იყვნენ ამ პროტესტისთვის პოლიციისთვისაც  კი გაეწიათ წინააღმდეგობა.  ნიკო ლორთქიფანიძის ზემოთნახსენებ სიტყვაში, სადაც ის მაყურებელს სთხოვდა, პროტესტი გამოეხატა ერის და სარწმუნოების შეურაცხყოფის გამო, ის ებრაელ ხალხს და  მათ სარწმუნოებას გულისხმობდა.

 

1901 წელს ქუთაისში ჩამოვიდა რუსული დასი ს.ლიტვინის და ვ.კრილოვის პიესით “კონტრაბანდისტები”, რომლის შინაარსი ებრაელების წინააღმდეგ იყო მიმართული. 16 აპრილს გამართულ წარმოდგენაზე, პირველი მოქმედების შემდეგ, დარბაზში ხმაური ატყდა. იატაკზე დაყარეს ქლორში შერეული ბურნუთი. ქუჩაშიც აუარება ხალხი შეიკრიბა ანტისემიტური სპექტაკლის გასაპროტესტებლად. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ხელჩართული ბრძოლა გაიმართა.  5 მაისს დასმა ისევ სცადა პიესის დადგმა შეცვლილი სახელით “ისრაელის შვილები”. სწორედ ამ დღეს  სტუდენტებმა ნიკო ლორთქიფანიძემ, კირილე ნინიძემ, ალექსანდრე კანდელაკმა, ილია აბხაიძემ საშუალება არ მისცეს მსახიობებს, წარმოდგენა ჩაეტარებინათ. თეატრში დაწყებული ხმაური, პოლიციის და სამხედროების მოსვლის შემდეგ კიდევ უფრო გამძაფრდა და არეულობა თეატრის გარეთ, ბულვარში გაგრძელდა.  200-მდე ადამიანი დააპატიმრეს ერთი ღამით, ხოლო „სტუდენტების საქმეზე“ დაწყებული სასამართლო პროცესი რამდენიმე თვე გაგრძელდა.  1901 წლის ქართული და რუსული გაზეთები თითქმის მთელი წელი ვრცლად აშუქებდნენ სასამართლო პროცესს, რომელსაც პრესაში გულშემატკივრები „სტუდენტთა საქმეს“ უწოდებენ,  უფრო ნეიტრალური გაზეთები – „არეულობა თეატრში“. „თეატრში უწესობისთვის“ და „პოლიციის მოხელეთა შეუერაცხყოფაში“  სასამართლოზე წარდგენილი სტუდენტები იყვნენ: ნიკო ლორთქიფანიძე, კირილე ნინიძე, ალექსანდრე კანდელაკი, ილია აბხაიძე. ნიკო ლორთქიფანიძეს და კირილე ნინიძეს იცავდა იმ დროს ცნობილი ნაფიცი ვექილი მოსე ქიქოძე.   მოსე ქიქოძე  იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი მისი დაარსებიდან (1879წ.), ქალაქ ქუთაისის სათათბიროს ხმოსანი და სხვა მრავალ საზოგადოებრივ საქმიანობასთან ერთად, 1909 წელს დაარსებული ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტის გამგეობის პირველი თავმჯდომარე. ამიტომ გასაკვირი არ არის, სასამართლო პროცესის საზოგადოებრივი პროტესტის იმ სულისკვეთებით გაგრძელება, რამაც გამოიწვია არეულობა თეატრში.  ქიქოძე დაცვის სიტყვაში უპირველესად სპექტაკლის ანტისემიტურ შინაარსზე და ებრაელთა შეურაცხყოფაზე საუბრობდა. მისი აზრით,  ლიტვინოვის და კრილოვის პიესის  „შვილნი ისრაელისა“ მიზანი იყო „სიძულვილის თესვა და საზოგადოების წევრთა გადაკიდება და სადაც მთელი ერია გალანძღული და დამცირებული … სიძულვილის ჩამოგდება  პატარა წრეშიაც გასაკიცხია, მით უმეტეს დასაგმობი უნდა იყოს ამნაირი ქმედება, მაშინ, როდესაც იგი მთელი ერის წინააღმდეგ მიმართულია … ასეთი მოღვაწეობა პროტესტს უნდა იწვევდეს არამც თუ გულწრფელ ახალგაზრდა სტუდენტების მხრივ, არამედ მოხუცებულებშიაც“. ადვოკატის სიტყვა ზოგადად იმ დროისთვის საჯარო დისკუსიის და საჯარო აზრის შექმნის საუკეთესო მაგალითია. ის, რასაც დღეს სიძულვილის ენის და ქსენოფობიის წინააღმდეგ სამოაქალაქო პროტესტს ვუწოდებდთ, 1901 წლის სასამართლო პროცესზე მოსე ქიქოძემ ასე გამოთქვა: „სიმპატიური პროტესტი, ადამიანური გრძნობით გამოწვეული, დასასჯელი კი არა, საქები უნდა იყოს; არეულობის სახელი ასეთს პროტესტს კი არ უნდა დავარქვათ, არამედ იმისთანა პიესის წარმოდგენას, როგორიც არის „შვილნი ისრაელისა“. აი ამგვარი კეთილშობილური გრძნობით იყვენენ სტუდენტები გამსჭვალულნი და ატაცებული, როდესაც ისინი თეატრში უკმაყოფილებას აცხადებდნენ.“ პროცესი რამდენჯერმე გაიმართა და საბოლოოდ სტუდენტები ჯარიმით გაათავისუფლეს.

 

“ცნობის ფურცელი” 1902 წ. 26 აპრილი

ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ 1896 წელს მოსე ქიქოძე სხვა პროცესზეც იყო ადვოკატი, სადაც ის იმ დაზარალებული ებრაელების უფლებებს იცავდა, რომელთაც ათეულობით ადამიანმა შეურაცხყოფა მიაყენა ქუთაისში. ანტისემიტიზმის  პროტესტთან ერთად, ებრაელთა შეურაცხყოფაც იმავე საზოგადოების ისტორიას ეკუთვნის. მე-19 საუკუნეში პერიოდულად გადაუვლის ქართულ საზოგადოებას ანტისემიტიზმის აჩრდილი: სოციალური სარჩულით დაპირისპირებები, რელიგიური ცილისწამებით და გახმაურებული სასამართლო პროცესებით.  ფაქტია, რომ ის ვერ იკიდებს ფეხს საზოგადოებაში და არ ხდება „ელიტების სენი“, როგორც ამას იმ დროს რუსეთში უწოდეს. თუმცა, რუსეთის გავლით და რუსეთის იმპერიის მმართველობის პერიოდში საქართველოშიც ვრცელდება ის მითები და სურათ-ხატები, რომელსაც ემყარება ხოლმე ანტისემიტური შეხედულებები.

ანტისემიტიზმისგან არცერთი საზოგადოება, არცერთ დროში არ არის დაცული. მთავარია, როგორ ხვდება მის გამოვლენას საზოგადოება, რამდენად გაუსწორებს თვალს და გულგრილად არ შეხვდება მეორე ადამიანის სარწმუნოების შეურაცხყოფას. წარსულის ისტორიების გახსნებასაც მოქალაქეობრივი სიფხიზლისთვის აქვს მნიშვნელობა.

სოფო ზვიადაძე, ევროპის საბჭოს ექსპერტი

coe.int

გაზიარება38

დაკავშირებული -პოსტები

“აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას” – გია ვოლსკი

იანვარი 24, 2026
42
მთავარი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, აუცილებელია იმ მარშრუტის ზედმიწევნის ცოდნა, რომელსაც საქონელი დახლებამდე გადის, რათა გაირკვეს, თუ რა წარმოქმნის იმ ფასნამატს, „რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს“. როგორც გია ვოლსკიმ, სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირებასთან...

დაწვრილებითDetails

სიახლე ექთნებისა და მეან-ექთნებისის – ნახეთ რა გევალებათ

იანვარი 24, 2026
646
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება. შედეგად, ექთნებს რეესტრში ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ცვლილებები კი 2026 წლის 26 იანვრიდან ამოქმედდება. „ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის წარმოება სახელმწიფო...

დაწვრილებითDetails

ავადმყოფი ერი ვართ? არა, მაშინ რა ხდება?- კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყნებს

იანვარი 24, 2026
806
მთავარი

კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყენებს. "რატომ გახდა კარდიოქირურგია "ცეხავიკების" საქმე?"- სვამს ის კითხვას და სამედიცინო სექტორში არსებულ  მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს: "კომენტარად დავწერე და ვფიქრობ გასტატუსება არ იქნება ურიგო: რატომ გახდა...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

იანვარი 24, 2026
211
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რუსთავში, არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ასევე არასრულწლოვანია. შემთხვევა გუშინ მოხდა. ფაქტს წინ, სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც 16 წლის...

დაწვრილებითDetails

„ქართული ოცნების” მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ – ჰელსინკის კომისია ბრიფინგს გამართავს

იანვარი 24, 2026
28
მთავარი

ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს გამართავს, - ამის შესახებ ინფორმაცია კომისიის ვებგვერდზეა განთავსებული. კომისიის ცნობით, ბრიფინგი, სახელწოდებით „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“, 28 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე...

დაწვრილებითDetails

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს

იანვარი 24, 2026
224
მთავარი

გერმანიაში, ქალაქ დუისბურგში, საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას გერმანული მედია "PRESSPORTAL" ავრცელებს. დუისბურგში გერმანიის პოლიციის თანამშრომლებმა 38 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს. მამაკაცი რომელზეც ძარცვისთვის დაკავების ორდერი წინასწარ იქნა გაცემული, ქუჩაში შემოწმების დროს...

დაწვრილებითDetails

ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო

იანვარი 24, 2026
22
მთავარი

ბათუმში, ჩაქვის დასახლების ტერიტორიაზე მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში, 26 696 კვადრატულ მეტრ ფართობზე გათვალისწინებულია მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის ორი იდენტური ბლოკის მოწყობა. ბლოკებში განთავსდება 180 დამოუკიდებელი ვოლიერი,...

დაწვრილებითDetails

ოსკარის ნომინანტები ცნობილია

იანვარი 24, 2026
26
მთავარი

ამერიკის კინოაკადემიამ წლევანდელი ოსკარების ნომინანტები დაასახელა. 13 ნომინაციით ამერიკული ფილმი, პოლ თომას ანდერსონის ბრძოლა ბრძოლის შემდეგ ლიდერობს. 9-9 ნომინაცია მიიღო მარტი დიდებულმა და ფრანკენშტეინმა ოსკარის დაჯილდოების ცერემონია თბილისის დროით 17 მარტს, 4:00 საათზე გაიმართება. 2026 წლის...

დაწვრილებითDetails

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის – ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

იანვარი 24, 2026
17
ფოტო: მარიამ ნიკურაძე
მთავარი

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის - ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედ ყველა საერთაშორისო სტანდარტს და ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი, - ასე ეხმაურება „საერთაშორისო...

დაწვრილებითDetails

ცვლილება ჯანდაცვის სფეროში, რომელიც 26 იანვრიდან ამოქმედდება

იანვარი 24, 2026
45
xr:d:DAFHIEqHaUk:5,j:31316064576,t:22072217
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება, რომლის ფარგლებში მათ ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ხოლო ახალი რეგულაციები ძალაში 2026 წლის 26 იანვრიდან შევა. დოკუმენტის მიხედვით, რეესტრი უზრუნველყოფს...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».