მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღისთვის ქუთაისის ამერიკული კუთხის ნიჭიერმა ახალგაზრდებმა სკოლის კედელი მოხატეს. ეს ექვსი პროექტიდან ერთ-ერთია, რომლის განხორციელებასაც ქუჩის ხელოვნების კლუბი გეგმავს საქართველოს ახალგაზრდების ღირებულებებისა და პრიორიტეტების გამოსავლენად.
ლუკა კიკნაველიძე შთააგონა პეტრე ოცხელის ნამუშევრებმა. იმის საჩვენებლად, რომ ქალებს ნებისმიერ პროფესიაში შეუძლიათ წარმატების მიღწევა ლუკა კიკნაველიძემ მფრინავის პორტრეტი დახატა. „ვიფიქრე, კარგი იქნებოდა თუ შევძლებდი ქალის წარმოჩენას, როგორც თავისუფალი და უშიშარი არსების, იმიტომ, რომ საზოგადოება ხშირად უგულებელყოფს ან ვერ ხედავს ქალში ამ თვისებებს, ახალგაზრდა ქალებს სჭირდებათ შთაგონება, რომ იყვნენ ძლიერი და უშიშარი” – ამბობს ლუკა.
ქუჩის ხელოვნების კლუბმა კედელი ქუთაისის მერიისა და აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით მოხატა.
პატრიარქის ხსოვნის პატივისცემით, საკუთარ თავს მოვუწოდებთ დავიცვათ ის, რასაც თავად ასე ერთგულად იცავდა – ირაკლი კობახიძე
პატრიარქის ხსოვნის პატივისცემით, საკუთარ თავს მოვუწოდებთ დავიცვათ ის, რასაც თავად ასე ერთგულად იცავდა - ჩვენი ქვეყნის ეროვნული და რელიგიური იდენტობა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას...










