ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მეშახტეებს ხვდება. მინდელის შახტში მყოფი მეშახტეების ნაწილი ეკონომიკის მინისტრთან შესახვედრად ამოვიდა.
როგორც მათთან საუბრისას მინისტრმა განაცხადა, ხელისუფლება მუშაობს, რომ მოთხოვნები უმოკლეს დროში იყოს დაკმაყოფილებული.
“მეშახტე შახტში პროტესტის ნიშნად არ უნდა ჩადიოდეს, ის სამუშაოდ უნდა ჩადიოდეს. ჩვენ მოვედით, რადგან გავეცნოთ თქვენს მოთხოვენებს. მე დარწმუნებული ვარ ერთობლივად მოვნახავთ გამოსავალს ამ სიტუაციიდან.” – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით მას სურს მოისმინოს გეგმა თუ როდის მოხდება დავალიანების გასტუმრება და როდის აღდეგაბა სამუშაოები:
„პრემიერის დავალება მაქვს, რომ ვიპოვო გამოსავალი, რომელიც ყველა მხარისთვის იქნება მისაღები და პირველ რიგში იქნება თქვენთვის მისაღები. თქვენ ხართ „საქნახშირის“ მთავარი სიმდიდრე და აქაური მთავარი ძალა. მე, როგორც ეკონომიკის მინისტრს, ღრმად მჯერა, რომ მენახშირეობას საქართველოში აქვს მომავალი. კი, არის მსოფილოში ტენდენციები, რომ თითქოს ნახშირის წილი იკლებს, მაგრამ ჩვენთვის, საქართველოში, ძალიან მნიშველოვანია ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსის ქონა“ – განაცხადა ნათია თურნავამ.
ტყიბულში მინდელის და ძიძიგურის შახტებში დასაქმებულებმა კუთვნილი ანაზღაურების დროულად მიღების მოთხოვნით აქციები გამართეს 24 და 25 სექტემბერს. მეშახტეები ასევე ხელისუფლებისგან ითხოვენ გარანტიას, იმისა რომ შახტები არ დაიხურება და ქვანახშირის მოპოვება გაგძელდება. პროტესტის ნიშნად, შახტებში 40-მდე ადამიანი შიმშლობს.