წყვილმა ფლორიდას შტატიდან სანაპიროზე სეირნობისას ბოთლი აღმოაჩინა, რომელშიც წერილი იდო. მოგვიანებით როგორც გაირკვა, წერილმა წყალში 250 მილი იცურა და ის წყალში აღმოჩენამდე ერთი წლით ადრე ჩააგდეს.
ბობ მერფიმ ქალაქ სებასტიანიდან განაცხადა, რომ ის და მისი ცოლი ვეროს სანაპიროზე სეირნობდნენ, როდესაც ზემოთ აღნიშნული მიგნება გააკეთეს.
ბოთლში წყალი ჩავიდა და ნაწერი გათხაპნა, თუმცა, მერფიმ და მისმა ცოლმა ავტორის სახელი და გვარი ტელეფონის ნომრით ამოიკითხეს.
მერფიმ მითითებულ ნომერზე დარეკა და გაესაუბრა ქალს, რომლის სახელიც იყო წერილზე მითითებული. როგორც აღმოჩნდა მეხუთეკლასელმა გოგონამ მაიამიდან ჩაუშვა წყალში ბოთლი.
მერფიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა: „ხანდახან უბრალო მიგნებასაც შეუძლია უდიდესი სიამოვნების მონიჭება“.










