რომის პაპმა ფრანცისკემ, ქალთა მიმართ ფიზიკურად, ვერბალურად, ფსიქოლოგიურად და სექსუალურად მოძალადეები საჯაროდ დაგმო. ინფორმაციას ABC News იუწყება.
„შოკისმომგვრელია რამდენი ქალი არის ნაცემი, შეურაცხყოფილი და გაუპატიურებული“ – განაცხადა რომის პაპმა.
წყაროს მიხედვით, ფრანცისკემ ის ქალები, რომლებმაც დახმარების მისაღებად „თავიანთი სიჩუმის დარღვევა გაბედეს” დალოცა.
„ნება მოგვეცით, ვილოცოთ იმ ქალებისთვის, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი არიან“ – განაცხადა ორშაბათს ვიდეომიმართვაში.
პაპ ფრანცისკეს ფემიციდსა და ქალთა მიმართ ძალადობაზე აქამდეც უსაუბრია. მათ შორის, მღვდლების მხრიდან მონაზვნებზე განხორციელებულ სექსუალურ ძალადობებზეც, რომლებიც ლათინურ ამერიკაში ხშირად ხდება.










