გურიაში, სოფელ აცანაში ახალგაზრდა მამაკაცმა თავი მოიკლა. როგორც „ინფო რუსთავი” იუწყება, კაცმა სასიკვდილო ჭრილობა სანადირო თოფიდან გასროლით, სოფელში არსებული სასაფლაოების ტერიტორიაზე მიიყენა. მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მის იდენტიფიცირებას ამ წუთებში სამართალდამცველები ცდილობენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
საქართველოს საზღვართან ახლოს მიწისძვრა მოხდა
საქართველოს საზღვრიდან 27 კმ-ში, თურქეთში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4.1 მაგნიტუდა შეადგინა. დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.










