გურიაში, სოფელ აცანაში ახალგაზრდა მამაკაცმა თავი მოიკლა. როგორც „ინფო რუსთავი” იუწყება, კაცმა სასიკვდილო ჭრილობა სანადირო თოფიდან გასროლით, სოფელში არსებული სასაფლაოების ტერიტორიაზე მიიყენა. მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მის იდენტიფიცირებას ამ წუთებში სამართალდამცველები ცდილობენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური და დაპირისპირება იყო
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური და დაპირისპირება იყო. მანდატურებმა თბილისის საკრებულოს წინ დაკავებული აქტივისტების მხარდამჭერები შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. სასამართლოში საკრებულოსთან დაკავებული აქტივისტების პროცესები მიმდინარეობს. შვიდი ადამიანის, მათ შორის თორნიკე თოშხუას...










