„ჯობია პატარა გარდაიცვალოს ვიდრე დიდი გაიზარდოს, ლგბტ იყოს ან ერის მოღალატე ან უვარგისი კაცი იყოს“ – ეს მორიგი სკანდალური განცხადება დეკანოზ თადეოზ სარალიძეს ეკუთვნის.
დეკანოზმა ამის შესახებ „ტვ პირველთან“ ისაუბრა.
„არ არსებობს თემა რომელსაც არ ვეხებოდე. მე ერის კეთილდღეობაზე ვსაურბობ, თუ არ გაიზრდებიან ეკლესიისათვის, სამშობლოსა და ოჯახისათვის ჯობია პატარა მოკვდეს, უფალმა იცის ეს, ჯობია პატარა გარდაიცვალოს ვიდრე დიდი გაიზარდოს, ლგბტ იყოს ან ერის მოღალატე იყოს ან უვარგისი კაცი იყოს. ჯობია ბავშვი გარდაიცვალოს პატარა ვიდრე გაიზარდოს და იყოს ჰიტლერი“, – ამბობს დეკანოზი თადეოზი










