“ციხეებში კოვიდია, სოლიდარობა პატიმრებს, პატიმრები განსაცდელშია, მთავრობამ დაგვცინა” – ამ ტრანსფარანტებით ქუთაისის მერიასთან აქცია გაიომართა. უფლებამდამცველები და მსჯავდებულების ოჯახის წევრები ხელისუფლებას ჰუმანური აქტის განხორციელებისკენ მოუწოდწებენ.
მათი თქმით, ინფიცირებული პატიმრების რაოდენობა იზრდება და მდგომარეობის შემსუბუქებლად, აუცილებელია სასჯელის 1/4-ით შემცირება და პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლება.
ადვოკატების თქმით, ჩაიკეტა ციხეები და პატიმრებს, შეეზღუდათ კომუნიკაცია, როგორც ოჯახთან ასევე ადვოკატებთან, ამიტომ მოითხოვენ, პატიმრებს, რომლეთაც 11 თვე გაატარეს ციხეში, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოთ და შეუმსუბუქდეთ სასჯელი.









