LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ყველაფერი, რაც ბავშვისთვის ხორცის შეთავაზების დროს უნდა იცოდეთ

ყველაფერი, რაც ბავშვისთვის ხორცის შეთავაზების დროს უნდა იცოდეთ

დაპოსტა 2021/01/26-ში
A A
87
ნახვა
გაზიარება

ჩვილი ბევრ ენერგიას არ ხარჯავს, თუმცა მისი ზრდის ტემპი დიდ ენერგიას მოითხოვს. სიცოცხლის პირველი 6 თვის განმავლობაში პატარას დაბადების წონა ორმაგდება. მზარდ ორგანიზმს ჟანგბადით მდიდარი სისხლი სჭირდება. ჟანგბადის უჯრედებამდე მიმტანი ჰემოგლობინის მშენებლობისთვის კი რკინაა საჭირო. რკინის მარაგი, რომელსაც დედის ორგანიზმიდან იღებს ბავშვი, თანდათანობით ილევა, ხოლო 7 თვის ასაკიდან დედის რძით მიღებული რკინა აღარ არის საკმარისი. ეს ნიშნავს, რომ დროა, პატარამ ხორცის ჭამა დაიწყოს. ხორცი სრულფასოვანი ცილების, რკინის წყაროა. გარდა ამისა, იგი შეიცავს თუთიას, მაგნიუმს და B ჯგუფის ვიტამინებს.
სასურველია, რომ ბავშვის რაციონში 7–8 თვის ასაკიდან დაემატოს სამი სახეობის: ქათმის, ინდაურისა და საქონლის ხორცი. ხორცის დამატება ისევე როგორც სხვა ნებისმიერი პროდუქტის უნდა მოხდეს ნელ–ნელა და მცირე დოზებით. კვირის განმავლობაში პატარამ 3–4 დღე უნდა მიიღოს ხორცი, დანარჩენი დღეების კვების რაციონი კი ხორცისგან თავისუფალი უნდა იყოს.
ქათმის ხორცი არის მაღალი ხარისხის, ადვილად ასათვისებელი ცილების, ვიტამინების, ამინომჟავების და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელი წყარო. ქათმის ხორცი შეიცავს დიდი რაოდენობით А, В6, В12, D ვიტამინებს, ასევე კალცს, რკინასა და მაგნიუმს. ქათმის ხორცი საქონლის ხორცთან შედარებით მეტ ცილას შეიცავს.
ინდაურის ხორცი მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით. ადვილად ასათვისებელია, არ შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმს, არ იწვევს ალერგიულ მოვლენებს და გამოიყენება ჩვილ ბავშვთა კვებაში. ინდაურის ხორცი ეფექტურია

კუჭ – ნაწლავის პრობლემების დროს. იგი მდიდარია A და E ვიტამინით, მასში ქოლესტერინის უმნიშვნელო რაოდენობაა. ინდაური მდიდარია მიკროელემენტებით: კალციუმით, რკინით და კალიუმით. ადამიანის ორგანიზმი ინდაურის ცილას უფრო ადვილად ითვისებს, ვიდრე სხვა ხორცისას. ინდაურის ხორცი მდიდარია ფოსფორით, როგორც თევზი. ინდაურში, უფრო მეტი რკინაა, ვიდრე საქონლის ხორცში, იგი ასევე შეიცავს ფოლიუმის მჟავას.
საქონლის ხორცი წარმოადგენს სრულფასოვანი ცილების, ცხიმების, თუთიის, რკინის, ნატრიუმის, კალიუმის, ფოსფორის, მინერალური მარილების, აგრეთვე B ჯგუფის ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების უმნიშვნელოვანეს წყაროს. ამერიკელ პედიატრთა ასოციაცია ხორცს რეკომენდაციას უწევს, როგორც ერთ-ერთ პირველ დამატებით საკვებს, რადგან ის ცილის, თუთიისა და რკინის მნიშვნელოვანი წყაროა. ბავშვებში რკინის ნაკლებობამ შესაძლოა, ანემია გამოიწვიოს.
7–8 თვე სწორედ ის ასაკია, როდესაც ბავშვს ხორცი უნდა გაასინჯოთ. თუმცა უმჯობესია, თუ საწყის ეტაპზე მას ქარხნულად მომზადებულ ხორცპროდუქტს შესთავაზებთ. სანდო მწარმოებლის მიერ ქარხნულად დამზადებული პროდუქტები უფრო უსაფრთხოა. მშვიდად იქნებით, რომ თქვენი პატარა მავნე ნივთიერებების მიღებისგან დაცულია და პროდუქტში საკვები ნივთიერებები, ვიტამინები და მინერალები სწორედ იმ რაოდენობით შედის, რომელიც ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია.

 

გაზიარება35

დაკავშირებული -პოსტები

რატომ არის მნიშვნელოვანი ტრაქტორის სწორად შერჩევა?

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
რატომ არის მნიშვნელოვანი ტრაქტორის სწორად შერჩევა?
მთავარი

რატომ არის მნიშვნელოვანი ტრაქტორის სწორად შერჩევა? ტრაქტორის შერჩევა დიდ გამოცდილებასა და მრავალი ფაქტორის გათვალისწინებას მოითხოვს. საქმე ისაა, რომ აგროპროცესების ხარჯთეფექტურობას და აგრონომიულ შედეგებს მნიშვნელოვნად განაპირობებს სწორად შერჩეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. აუცილებელია...

დაწვრილებითDetails

კლინიკაში 6 თვის ორსული გარდაიცვალა – დაწყებულია გამოძიება

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
კლინიკაში 6 თვის ორსული გარდაიცვალა – დაწყებულია გამოძიება
მთავარი

თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში 6 თვის ორსული, თამარ ურჩუხიშვილი გარდაიცვალა. გარდაცვლილი წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალიდან იყო.   ურჩუხიშვილის ახლობლები ჰყვებიან, რომ ქალი კლინიკაში თავდაპირველად მუცლის ძლიერი ტკივილით შეიყვანეს, სადაც ერთი...

დაწვრილებითDetails

აზარტულ თამაშებს უკანონოდ მართავდნენ – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
მოზარდების 22%-ს ე.წ. ხელზე თამაშის გამოცდილება აქვს
მთავარი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში, შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი გამოავლინეს. დაკავებულია ერთი პირი, ხოლო მეორე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და...

დაწვრილებითDetails

როგორია ქუთაისთან ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
ავარია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე – დაშავებულია 13 ადამიანი
მთავარი

ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე, სოფელ არგვეთასთან დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ზესტაფონის კლინიკა „ფერომედში“ მოთავსებული 6 პაციენტიდან, 3-მა კლინიკა გუშინ დატოვა. კლინიკაში მყოფი სამი ადამიანიდან ერთი რეანიმაციულ, ხოლო...

დაწვრილებითDetails

27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ტკბილეულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ
მთავარი

ვერძი   დღე ხელსაყრელია ახალი საქმეების დასაწყებად. გადაწყვეტილებები მშვიდად მიიღეთ და ზედმეტ სიჩქარეს მოერიდეთ.   კურო   ყურადღება მიაქციეთ ფინანსებს. წინდახედულობა მომავალში კარგ შედეგს მოგიტანთ.   ტყუპები   წარმატებას კომუნიკაცია...

დაწვრილებითDetails

27 ივლისის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

27 ივლისს, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან იწვიმებს. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში, სინოპტიკოსები უმეტესად მზიან ამინდს პროგნოზირებენ. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +26 - უმეტესად ღრუბლიანი...

დაწვრილებითDetails

აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
თორნიკე თოშხუამ შიმშილობა დაიწყო
მთავარი

აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს. თოშხუა თბილისის საკრებულოსთან იდგა, ხელში ბანერით, რომელზეც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით უცენზურო წარწერა იყო გაკეთებული და სამართალდამცველებმა ის სწორედ ამ დროს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თოშხუა...

დაწვრილებითDetails

ავარიას მარიამ სვიმონიშვილი ემსხვერპლა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ავარიას მარიამ სვიმონიშვილი ემსხვერპლა
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ხიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა. ის 29 წლის მარიამ სვიმონიშვილია, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის მკვიდრი იყო. ინფორმაციას ,,მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს. სვიმონიშვილი ავარიის...

დაწვრილებითDetails

ავარიისას დაშავებული 29 წლის ქალი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ფულზე როგორ გამყიდე  – 23 წლის ბიჭის ემოციური წერილი დედას
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 29 წლის ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ,,პრაიმტაიმი" ავრცელება. ქალი რამდენიმე საათის განმავლობაში გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში მკურნალობდა. ექიმების ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა...

დაწვრილებითDetails

მძიმე ავარია – დაშავებულია 4 ადამიანი, მძიმეა 1 ქალია მდგომარეობა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ალაზნის ხიდთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ დაშავებულები სხვადასხვა სახის დაზიანებებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის მენეჯერის, გიორგი შათირიშვილის განმარტებით, მედიკოსები ამ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"