ქუთაისის ახალგაზდა ლეიბორისტული ფრთის წევრებმა მერიის წინ ბრიფინგი გამართეს. მათ საკრებულოს დეპუტატებს სტუდენტებისათვის სამგზავრო გადასახათზე შეღავათის დაწესების მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. გაგი ახალაძის თქმით ინიციატივა საკრებულოზე განხილვისათვის ხვალ გადის, რაც მათი ერთწლიანი ბრძოლის შედეგია. ვითხოვთ სამგზავრო გადასახადის განახევრებას, თუმცა ეს არ უნდა იყოს მაქსიმუმი, აღნიშნა ახალაძემ:
,, სტუდენტებს დღის განმავლობაში უნივერსიტეტის კორპუსებს შორის უწევთ გადაადგილება, რაც მნიშვნელოვან ხარჯთანაა დაკავშირებული. ახალგაზრდებს სჭირდებათ ხელშეწყობა, რომ იყვნენ მეტად აქტიურები. ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანა იძლევა საშუალებას, მივცეთ სტუდენტებს გარკვეული შეღავათი. მოვუწოდებთ საკრებულოს თითოეულ წევრს, მხარი დაუჭირონ ამ მნიშვნელოვან და საჭირო ინიციატივას, რაც ჩვენს ახალგაზრდებს საკმაო თანხას დაუზოგავს, ” – ამბობს ,,ახალგაზრდა ლეიბორისტების” ხელმძღვანელი, გაგი ახალაძე.
მისი თქმით, ხვალინდელი გადაწყვეტილების პროგნოზი რთულია, მაგრამ თუ საკრებულო მათ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს, ,,ახალგაზრდა ლეიბორისტები’’ აქტიურობას მანამ არ შეწყვეტენ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.










